GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თამაზ თამაზაშვილის სახლიდან საბრძოლო არსენალი ამოიღეს
19:40 30.04.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს დასრულდა. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობათა მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მასვე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. 

საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის 11 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, კოსტავას გამზირზე, სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ იქნა "ნისანის” მარკის ავტომანქანა, რომელსაც  თამაზ თამაზაშვილი მართავდა. ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს და შესაძლო იყო მტკიცებულება მოეშორებინა, მას ადგილზევე ჩაუტარადა ავტომობილის ჩხრეკა. 

ჩხრეკისას, ავტომანქანის საბარგულიდან, სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა AK-74 მოდელის, 5,45 კალიბრის "კალაშნიკოვის” კონსტრუქციის  N 797207 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 26 საბრძოლო ვაზნით. ამასთან, იმავე დღეს დედოფლისწყაროში, პუშკინის ქუჩა #45 ჩატარებულ იქნა მისივე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. 

ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თ. თამაზაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.
კერძოდ: 
1) 80 ც ვაზნა 5,45მმ კალიბრის, განკუთვნილი ”კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის, აქედან 53 ცალი ვაზნა მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო  გამოსაყენებლად. 

2) ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ-იანი კალიბრის ”მაკაროვის” კონსტრუქციის პისტოლეტი. 

3) ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა 9მმ-იანი კალიბრის,  განკუთვნილი ”მაკაროვისა და სტეჩკინის” კონსტრუქციის პისტოლეტისა და ავტომატური პისტოლეტისათვის. 

4) 7, 62მმ კალიბრის ”ნაგანი”-ს სისტემის რევოლვერი.

5) 10, 67მმ კალიბრის “SMITH&WESSON” სისტემის რევოლვერი. 

6) 59 ცალი 5,45მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ”კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის.

7)   4 ცალი 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა. 

8) ქარხნული წესით დამზადებული ”კალაშნიკოვი”- ს კონსტრუქციის ”AKCY” მოდელის 5, 45მმ კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 

9) 42 ცალი 5,45 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი ”კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის.  

10) 5,6 მმ კალიბრის “TO3-17”კარაბინი 4 ცალი ვაზნით. 

11)  5,6 მმ კალიბრის 46 ცალი ვაზნა.     

12)  Ф-1 ტიპის ხელყუმბარა.

ასევე ამოღებული იქნა 5,6მმ კალიბრის ”ARMINIUS” სისტემის გერმანული წარმოების რევოლვერი, რომელიც,  როგორც გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გაფორმებული იყო თ.თამაზაშვილზე, რის გამოც იგი ამოერიცხა ბრალიდან.სასამართლო განხილვისას თამაზ თამაზაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: სამი მოწმის ჩვენებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დადგინდა, რომ თ. თამაზაშვილი ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო ექვსმა მოწმემ დაადასტურა, რომ თ. თამაზაშვილი დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე მის კუთვნილ სახლში ინახავდა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობას.

ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და ღია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით დადგინდა, რომ თ. თამაზაშვილის ავტომანქანის და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვარგისია დანიშნულებით გამოყენებისათვის.

ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.თბილისის საქალაქო საასმართლომ თამაზ თამაზაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს1
პოლიცია 30 სექტემბერს მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანის ბიძას ჰკითხავს2
რუსეთი სამხრეთ ოსეთის მთავრობას კონსულტაციების აუცილებლობაში არწმუნებს3
შერმადინი ისრაელის თასის ფინალშია4
ივანიშვილმა აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X