GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოძიება შეყვარებული კანიბალის დღიურს სწავლობს
10:24 27.03.2012
დღის სიახლეები

რუსეთში კანიბალიზმის შემთხვევებმა იმატა. Imternet.ge გუშინ, ვლადივოსტოკში 2 კაციჭამიას დაჭერის შესახებ იუწყებოდა. ამჯერად კი პოლიციამ პენზელი კანიბალი დააკავა, რომელმაც 7 ადამიანი მოკლა და შეჭამა. როგორც ირკვევა, ალექსანდრე ბიჩკოვი ამ საქციელით, შეყვარებული გოგონასთვის იმის დამტკიცებას შეეცადა, რომ „ჩვარი არ არის“. ეს დეტალები კი მისი დღიურის ჩანაწერებიდან გამჟღავნდა.

კანიბალი ბიჩკოვი გასულ ორშაბათს დააკავეს. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, დამნაშავის კვალზე სრულიად შემთხვევით გავიდნენ. ისინი ადგილობრივი სამეურნეო მაღაზიის ქურდობის ფაქტს იძიებდნენ, რის გამოც დააკავეს ბიჩკოვი. დაკითხვის დროს კი მან საშინელი ისტორიების თხრობა დაიწყო, - მოყვა, რომ კლავდა ადამიანებს, გვამებს ანაწევრებდა, ზოგიერთების ღვიძლს ჭამდა და მერე, სახლთან ახლომდებარე ხრამში მარხავდა.  ბიჩკოვი ფაქტობრივად იმ ისტორიას ყვებოდა, რომლის გამოც უკვე დადანაშაულებული და გასამართლებულია სრულიად სხვა ადამიანი, ვინმე ალექსანდრ ჟუპლოვი…

კანიბალის პირადი დღიურის შესწავლით გამომძიებლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბიჩკოვი ადამიანებს ასე სასტიკად თვითდამკვიდრების მიზნით გაუსწორდა. ის იმედოვნებდა, რომ თუ მკვლელი გახდებოდა, საყვარელ გოგონას დაიბრუნებდა. მან მკვლელობები სწორედ სვეტკასთან ჩხუბის შემდეგ დაიწყო.

„სვეტკამ გამაგდო, მითხრა, რომ ჩვარი ვარ და არა მგელი, - წერს ბიჩკოვი, - მე მაგას დავუმტკიცებ. მან ხომ არ იცის და მასთან ლაპარაკიც არ შეიძლება“. 
ბიჩკოვი რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა დღიურს.
„თავის მსხვერპლს ის დანით უსწორდებოდა, ზოგს ღვიძლი ამოაცალა, რათა ეჭამა.  თავიდან ის 6 მსხვერპლზე ჰყვებოდა, შემდეგ კი მეშვიდე მოკლულის საფლავიც გვაჩვენა“ - თქვეს პოლიციაში.

დაკითხვისას, დადარდიანებულმა შეყვარებულმა ბიჩკოვმა აღიარა, რომ მკვლელობები მას თავდაჯერებულობას სძენდა. ხშირად, სისხლიანი დანაშაულების შემდეგ, კვალის წაშლის შემდეგ, ის თავის ყოფილ შეყვარებულთან მიდიოდა.

„სვეტასთან წავალ, - წერს მორიგი მკვლელობის შემდეგ კანიბალი, - ეგებ, მიხვდეს, რომ მე მარტოხელა მგელი ვარ“.

ბიჩკოვი ჯერ კიდევ ჩვენებებს იძლევა. გამომძიებლები დარწმუნებულნი არ არიან მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ახლო მომავალში დაკავებულს შესაბამის ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა1
მაია ფანჯიკიძე: უწყების თანამშრომლებს პარტიული ინტერესების გატარებას არავინ დაავალებს2
მეზობელმა ქალმა 2 წლის ბავშვს ყელი გამოჭრა3
ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სქემა შეიმუშავა4
პატიმრებისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლის ფაქტებმა განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X