ჰააგაში
მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი სანდრო გრიგოლია დღეს დილით დააკავეს. 19 წლის გრიგოლიას დაკავების
შესახებ, ინფორმაციას
ჰოლანდიის
პოლიციის ოფიციალური საიტი და ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებენ.
სანდრო
გრიგოლიას
ექსტრადიციის
დეტალებზე, ჰოლანდიელი სამართალდამცველები, ქართულ
მხარესთან
კონსულტაციებს
აწარმოებენ.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ბელგიის ტერიტორიას აფარებდა თავს.
თავდასხმის
ამსახველი
ვიდეომასალა
ჰააგის პოლიციამ გუშინ გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ 25 აპრილს, 10:25 საათზე, მაღაზიაში გრიგოლია და მისი თანამზრახველი შედიან და გამყიდველთან ერთად არჩევენ ნივთებს. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ კი, მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოითხოვეს ფული და ოქრო. სავარაუდოდ, მალევე გაისროლეს. რამდენიმე ტყვია იუველირს მოხვდა. მაღაზიის 47 წლის მეპატრონე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლია თანამზრახველთან ერთად, სუპერმარკეტში
ქალის ფორმაში გადაცმული შევიდა.
Internet.ge