GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კალმახელიძის უწყება გარდაცვლილი პატიმრის შესახებ განმარტებას აკეთებს
17:59 03.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, პატიმრის გარდაცვალების შესახებ,  ინფორმაციას ავრცელებს და ზურაბ დელიანიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.  

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ფაქტი საჭიროებს დეტალურ შესწავლას, მას შემდეგ კი, რაც  გამოძიება დასრულდება, მსჯავრდებულ დელიანიძის გარდაცვალების შესახებ დამატებით ინფორმაციას, საზოგადოებას ამცნობს.

“„კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტროს არ სურდა დეტალური ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, ცნობილი გახადოს ზოგიერთი დეტალი: მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა”,- აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  2012 წლის 1 მაისს  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის გარდაცვალების  შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„ზემოაღნიშნულის შესწავლა შესაძლებელია  მოითხოვოს და განახორციელოს  ასევე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის გზით. სამინისტრო, თავის მხრივ, მას შემდეგ რაც დასრულდება გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამცნობს საზოგადოებას მსჯავრდებულ დელიანიძის გარდაცვალების შესახებ დამატებით ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისა და პროგნოზებისაგან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, დელიანიძე  2011 წლის 13 დეკემბერს  გასამართლებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2   ნაწილით (ნახევარი კილოგრამი მარიხუანას უკანონო შეძენა/ შენახვა), რისთვისაც მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული ზ.დელიანიძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით  გადაყვანილ იქნა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და დაეწყო ინტენსიური მკურნალობის კურსი, თუმცა პატიმარი მიმდინარე წლის პირველ მაისს გარდაიცვალა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობოებს პასუხობს1
არაბეთის დელეგაციის წევრები აჭარის საინვესტიციო გარემოს გაეცნენ2
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო3
თეა წულუკიანი პრეზიდენტისგან მურთაზ ზოდელავას გათავისუფლებას ითხოვს4
პარლამენტმა ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X