”საფრანგეთის
სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ალჟირული წარმოშობის ფრანგ ფიზიკოსს ადლენ იშორას”
- წერს Le Figaro.
მეცნიერი,
წარსულში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის თანამშრომელი, რომელიც დიდ ადრონულ
კოლაიდერზე მუშაობდა,სასამართლომ „ალ-ქაედას“ ჩრდილოაფრიკულ განყოფილებასთან
კავშირში დაადანაშაულა. გარდა ამისა, იშორას რამდენიმე ტერაქტის დაგეგმვაშიც
დასდეს ბრალი.
იშორა
2009 წელს დააკავეს. მალევე, ცნობილი გახდა, რომ მან ტერორისტებთან
მიმოწერა აღიარა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის თავად ამზადებდა რამდენიმე
ტერაქტს, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტზე ნიკოლა სარკოზიზე თავდასხმას.
იშორას
ადვოკატებს პატიმრობის ვადის შემცირება ან სულაც მისი გათავისუფლება სურდათ, იმ
არგუმენტით, რომ იშორას მხოლოდ მიმოწერა ჰქონდა ისლამისტებტან და მათ არასოდეს
შეხვედრია. თუმცა მეცნიერს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქედან
2,5 წელიწადი მას უკვე მოხდილი აქვს.
internet.ge