ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე
ემსხვერპლა.
მიცუბიშის მარკის ავტომანქანა, რომელსაც 18 წლის ირაკლი ოსანაძე
მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე ჭოროხში ჩავარდა. 18 წლის
ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
მაშველებმა მდინარიდან ცხედრისა და ავტომანქანის ამოყვანა რამდენიმე
საათის შემდეგ მოახერხეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის
მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
Internet.ge