საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული, საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტების განხორციელებაში
მსჯავრდებულების
სასამართლო
პროცესი გაჭიანურდა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-საქალაქო სასამართლოს პრეს- სამსახურმა
განუცხადა.
მათი ინფორმაცით, 11:00 საათზე ჩანიშნული
სხდომა ბრალდებულების ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„ინტერნეტ.ჯი“ სიტუაციის გასარკვევად,
ძმები არქანიების ადვოკატს დაუკავშირდა.
ჯონი ქობალიას განცხადებით, პროტესტის
მიზეზი სასამართლოზე, პროკურორ ვლადიმერ ვექილიანის გამოუცხადებლობა გახდა, თუმცა მისივე განცხადებით, პროტესტის
შემდეგ პროკურორი სასამართლოში მივიდა.
ბოლო იმფორმაციით, სასამართლო ეს წუთია
განახლდა.
7 პირი, რომელთა შორის ორი ქალბატონია,
ბრალდებულები
არიან
2010 წლის
სექტემბერ-ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული
აფეთქებების
სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში.
მათ
შორის,
2010 წლის
28 ნოემბერს
განხორციელებულ აფეთქებაში ქ. თბილისში,
ჯავახიშვილის
ქუჩის
№88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც, ადგილობრივი მცხოვრები - ნინო გორდეზიანი დაიღუპა.
Internet.ge