53-ე სკოლის დირექტორი, ტარას შავშიშვილი სკოლიდან გარიცხულ მიხეილ ალექსიძესთან
მორიგების პირობას დათანხმდა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საქალაქო სასამართლოს
პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს გამართულ პროცესზე ალექსიძემ დავის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. შესაბამისად მოსწავლემ სასამართლო დავა შეწყვეტა და სკოლაში
დაბრუნების პრეტენზიაც აღარ აქვს.
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას ალექსიძის დედა სასამართლოს პირველ ნაწილში
კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო
შარაძემ შესვენება გამოაცხადა ლალი ლეკიშვილი აღნიშნულ შეთანხმებას დათანხმდა,
რითაც დირექტორსა და მოსწავლის დავა ოფიციალურად დასრულდა“,- აცხადებენ
სასამართლოს პრესსამსახურში.
ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011
წლის 13 ოქტომბერს, დაუმორჩილებლობის გამო გარიცხეს.
Internet.ge