საფრანგეთის ქალაქ
ნანტერში ხმაურიანი სასამართლო პროცესი იწყება. ბრალდებულის სკამზე დიაბეტური
პრეპარატის - „მედიატორის“ - შემქმნელები ისხდებიან.
ეს წამალი 1975 წელს
ჟაკ სერვიეს კორპორაციამ გამოუშვა და იგი 34 წელია იყიდება.
ბრალდების მხარე
აცხადებს, რომ „მედიატორისგან“ 500-დან 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით,
„მწარმოებლებმა სპეციალურად დამალეს ის ფაქტი, რომ პრეპარატის შემადგენლობაში
საშიში ნივთიერებებიც შედის“.
„2000 წელს ჩატარებულმა
გამოკვლევამ აჩვენა მისი გვერდითი მოვლენები, მათ შორის, გულის პათოლოგიები,
რომლებიც ამ წამლის მსხვერპლთ აღმოაჩნდათ,“ - ციტირებს დაზარალებულთა ადვოკატის,
მარტინ ბერდიეს, სიტყვებს „ევრონიუსი“.
სკანდალი „მედიატორის“
გარშემო 2009 წელს აგორდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, კორპორაციას დახურვა,
ხოლო სერვიეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.
Internet.ge