თბილისის
საქალაქო სასამართლომ
ამჟამად
ძებნაში მყოფი ბრალდებულის ნიაზ გუსეინოვის მიმართ
სისხლის
სამართლის
საქმის განხილვა დაასრულა.
სასამართლომ განსასჯელს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით 13 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გუსეივოვს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.
საქმის
მასალების
მიხედვით, 2003 წლის თებერვლის თვეში გაზეთ „ახალი აზროვნების“ მთავარ რედაქტორს, ნიაზ გუსეინოვს, აშშ-ის ვიზის მიღებაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი. გუსეინოვმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა და
დაზარალებულს მოტყუებით ჯერ 3 000 დოლარი გამოართვა, ხოლო შემდეგ, პასპორტში ყალბი ვიზის ჩაკვრის გზით, დაარწმუნა, თითქოს მასზე უკვე გაცემული იყო აშშ-ის ვიზა, რის სანაცვლოდაც დამატებით 7 500 დოლარი
მიიღო.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2003
წლის მარტში ნიაზ გუსეინოვმა ვითომდა კანადაში გამგზავრების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ცოლ-ქმარს ჯერ 3 000 დოლარი, ხოლო შემდგომ 2 500
დოლარი
გამოართვა.
გარდა აღნიშნულისა, განსასჯელმა და მისმა თანამზრახველებმა ყალბი
დოკუმენტაციით შექმნეს ტურისტული სააგენტო და მოქალაქეებისგან 1 500 დოლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.
აღნიშნულ საქმეში ძებნაში მყოფის მიერ
თაღლითური სქემით მითვისებული თანხებიც ფიქსირდება. მან 1 950 დოლარი მოტყუებით გამოსძალა საქართველოს მოქალაქეს. 2003
წელს კი, კიდევ ერთი პიროვნების მოტყუება შეძლო და 3 000 ლარი მიისაკუთრა.
Internet.ge