ფლორიდაში საზარელი მკვლელობა მოხდა. 33 წლის ტონია ტომასმა ოთხი შვილი
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევა ქალაქ პორტსეინჯონსში მოხდა. სამართალდამცავების
ინფორმაციით, 33 წლის ტონია ტომასმა 12,
13 14 და 17 წლის შვილები მოულდნელად დახოცა, მას შედეგ კი, რაც დაინახა რომ
შვილები გარდაცვლილები იყვნენ, თავი მოიკლა.
მეზობლებმა სროლის ხმაზე სამართალდამცავები გამოიძახეს.
ადგილზე მისულ პოლიციელებს საშინელი სურათი დახვდათ.
ეზოში დაჭრილი 17 წლის გოგონა გაქცევას ცდილობდა, თუმცა მიყენებული
ჭრილობებისა და ძლიერი სისხლდენის გამო, ეზოდან გაღწევა ვერ მოახერხა და ადგილზე
გარდაიცვალა.
დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სამართალდამცავები
ეჭვობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
Internet.ge