ბოსნიელი სერბების
ყოფილი გენერალი რატკო მლადიჩი, რომელსაც ჰააგის სასამართლოში ასამართლებენ,
დარბაზში მსხდომებს დაემუქრა. ამის შესახებ ბოსნიის 1992-1995 წლის კონფლიქტის
მსხვერპლთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ანკლავ სრებრენიცასა
და ჟეპას დედათა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა
მუნირა სუბაშიჩმა, რომელიც დარბაზში იჯდა, განაცხადა, რომ მლადიჩი შეურაცხმყოფელი ჟესტებით რამდენჯერმე
შებრუნდა დარბაზში მსხდომებისკენ.
სუბაშიჩის თქმით, გენერალმა მათ „შუა თითი უჩვენა და ხელით ყელის გამოჭრა“
ანიშნა. მოძრაობის ლიდერი თვლის, რომ ეს ჟესტი მუსულმანების მკვლელობებისკენ
მოწოდებას ნიშნავდა.
სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა 29 მაისიდან დაიწყება. დასაკითხია 400
ადამიანი.
ჰააგაში ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის, სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო. გენერალს ბრალი ედება გენოციდში, ომისა და ადამინობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში. მას ბოსნიის მუსულმანურ ანკლავ სრებრენიცაში 8000 მამაკაცისა და ყმაწვილის მკვლელობასა და ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დატრიალებულ ტრაგედიაში ადანაშაულებენ.
Internet.ge