საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty
International-მა რუსი ოპოზიციონერები -
ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი, რომლებიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის
ბრალდებით მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, სინდისის
პატიმრებად აღიარა.
„ჩვენ ვთვლით, რომ უდალცოვი და ნავალნი სინდისის
პატიმრები არიან“ - განუცხადა „ინტერფაქსს“ ორგანიზაციის რუსული განყოფილების
ხელმძღვანელმა სერგეი ნიკიტინმა.
მისი თქმით, ეს ადამიანები არაძალადობრივი და
მშვიდობიანი ფორმით ცდილობდნენ დემონსტრაციების, მიტიგებისა და მსვლელობების
უფლების რეალიზებას, თუმცა დააკავეს და გისოსებს მიღმა მოათავსეს.
Internet.ge