ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის "საზღვარზე" დააკავეს "სამხრეთ ოსეთში ცნობილი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი - ბალა ბესტაუტი" - იუწყება ადგილობრივი მედია.
ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „რესს" ბესტაუტიმ, ნიჟნი ზარამაგის "სასაზღვრო პუნქტიდან" ტელეფონით თავადვე აცნობა.
როგორც მან განაცხადა, "ოფიციალური ბრალდება" არ წარუდგენიათ, თუმცა აუხსნეს, რომ დაკავებულია ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, რომელმაც, საქართველოს მოთხოვნით, "საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი" საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
ბესტაუტი იუწყებოდა, რომ უკვე მილიციაში მიჰყავდათ.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გუშინ საღამოს, რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების დროს მასთან ერთად მეუღლეც იმყოფებოდა.
Internet.ge