GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წინასწარი ინფორმაციით რომან დუმბაძეს ქილერმა ესროლა
17:56 21.05.2012
დღის სიახლეები
ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაურის სიკვდილს სამართალდამცავი ორგანოებიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ინცინდენტი დღეს, რუბლიოვსკის შოსესზე, №30 სახლის რაიონში მოხდა. 

გამოძიების ვერსიით, დუმბაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორმა უცნობმა მამაკაცმა ესროლა, რის შემდეგაც ისინი მოტოციკლით მიიმალნენ. შემთხვევის მოწმე გახდა გოგონა, რომლისთვისაც ქილერებს ხელი არ უხლიათ. დანაშაულის ხასიათი მოწმობს იმას, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ მკვლელობას - წერენ რუსული გამოცემები.

თვითმხილველთა თქმით, გასროლამდე მათ დაინახეს ახალგაზრდა, რომელიც დიდხანს საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, გასროლის შემდეგ კი  ადგილიდან სასწრაფოდ მიიმალა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის უწევდა კოორდინაციას მკვლელობას. სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს მოტოციკლიც, რომელიც კრილატსკაიას და ოსტროვნაიას ქუჩების კვეთაზე იყო მიტოვებული.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მოკლული, 1956 წელს დაბადებული, ყოფილი გენერალი რომან დუმბაძეა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე ბრიგადას მეთაურობდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, რომან დუმბაძემ უარი თქვა დამორჩილებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებს და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ასლან აბაშიძის ბრძანებებს შეასრულებდა.

დუმბაძე 2006 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა, რომან დუმბაძის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე გაცვლა ითხოვა. დუმბაძე იმდენად ძვირფასი აღმოჩნდა მოსკოვისათვის, რომ ის, ენგურის ხიდიდან, სადაც გაცვლა შედგა, პირადად რუსმა გენერალმა ბორისოვმა წაიყვანა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებისთვის მაფია სერიოზულად ემზადებოდა1
გიგი უგულავა: ფინანსთა მინისტრი ცრუობს2
მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება სამშაბათისთვის გადაიდო3
მიხეილ სააკაშვილი: ამ ყველაფერს თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა4
ვანო მერაბიშვილი: გაიგებთ ვინ და როგორ აპირებს საქართველოში თავისი წესრიგის დამყარებას5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X