აზერბაიჯანის სამართალდამცველმა
ორგანოებმა, ქალაქ სუმგაიტში 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც რადიკალური
ლიტერატურის გავრცელებაში არიან ეჭვმიტანილები, - იუწყება ადგილობრივი მედია.
გატარებული ოპერატიული სამძებრო
სამუშაოების შედეგად, მაღაზია „ისლამ“-ში აღმოაჩინეს დისკები, რომლებიც რადიკალური
რელიგიური ხასიათის მასალას შეიცავს და აკრიტიკებს სიმღერის კონკურსის „ევროვიზია 2012“-ის ბაქოში ჩატარებას.
Internet.ge