აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური უკანონო იარაღის მორიგი პარტიის
აღმოჩენის შესახებ იუწყება.
გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშსა და ჯირხვაში, იარაღის სამალავებს, დაკავებული რუსტან გიცბას ჩვენებების საფუძველზე
მიაკვლიეს. გიცბას ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად იარაღის უკანონოდ შეძენასა და
შენახვას ედავებიან.
ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დღეს სამალავებიდან ამოიღეს:
40 ერთეული რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი „აგლენ“ და ჩვეულებრივი
ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები. “შმელის” სისტემის ქვეითთა რეაქტიული ცეცხლმსროლი, ნაღმები, უცხოური წარმოების ნაღმმტყორცნები, კალაშნიკოვის
სატანკო ტყვიამფრქვევი, კალაშნიკოვის მოდერნიზებული, ასევე ხელის ტყვიამფრქვევი,
კალაშნიკოვის ავტომატები, სხვადასხვა მოდიფიკაციის ჭურვები და ა.შ.
აღნიშნული იარაღისა და საბრძოლო აღმოჩენის შემდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
internet.ge