მოსკოვში მოკლულ რომან დუმბაძეს
დღეს, საქართველოში ჩამოასვენებენ, შემდეგ კი, ბათუმში გადაასვენებენ.
ყოფილი ქართველი გენერალი 21 მაისს მოკლეს, რომან
დუმბაძის მკვლელობის ერთ-ერთ
ყველაზე მთავარ ვერსიად, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები, მოსკოვში, აჭარის დიასპორის წარმომადგენლებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას ასახელებენ - იუწყება
რუსული მედია რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით.
წყარომ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ შესაძლოა, დუმბაძის მკვლელობას საფუძვლად უდევს
ერთმანეთისადმი
კონკურენციაში
მყოფი დანაშაულებრივი ეთნიკური ჯგუფების ბიზნეს-ინტერესები, რომლებსაც ე.წ. კანონერი ქურდები „ტარო“ და
„დედ ჰასანი“ აკონტროლებენ.
Internet.ge