GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული გამართლდა
16:53 25.05.2012
დღის სიახლეები

გორის რაიონულმა სასამართლომ, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული, რომელსაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სრულად გაამართლა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა  მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრებს ქვით ჩაუმსხვრია სახლში შესასვლელი კარის მინა და 170 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. ბრალდებული იყო სოციალურად დაუცველი, ამიტომ მას დამცველად საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

გამოძიების ეტაპზე, საზოგადოებრივი ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის ინიციატივით, ჩამსხვრეული მინის რეალური ღირებულება დადგინდა. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურომ ოფიციალურად მიმართა მინის ბიზნესით დაკავებულ რამდენიმე ინდმეწარმეს, რომლებმაც დაზიანებული ნივთის ღირებულება 14 ლარად შეაფასეს. შესაბამისად, ქმედება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ვერ იქნებოდა.

საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, მოწმეთა სახით დაკითხულმა ინდმეწარმეებმა აღნიშნული ფაქტი განმეორებით დაადასტურეს. სწორედ ამაზე დაყრდნობით, მაია გრიგოლიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. გორის რაიონულმა სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ქართული ოცნების” აქცია ბერა ივანიშვილის სიმღერით დასრულდა1
პატრიარქმა რამაზ ნიკოლაიშვილი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა2
სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული გამართლდა3
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X