აფხაზეთში მონებით
ვაჭრობის ახალი ფაქტები დადასტურდა. როსტოვის საოლქო სასამართლო უკვე იწყებს 3
პირის მიმართ საქმის
გახილვას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ადამიანებით
ვაჭრობაში დასდო ბრალი.
საქმე ეხება
აფხაზებისა და როსტოველების მონაწილეობით შექმნილ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის
წევრებიც როსტოვში „ავერბოვკებდნენ“ მუშებს, რათა ისინი აფხაზეთში ჩაეყვანათ და
გაეყიდათ. საბრალდებო დასკვნა მიხეილ იასინსკის, ვასილი კუდრიაშოვისა და აქლესანდრ
როდიონოვის წინააღმდეგ უკვე მზადაა. ჯგუფის ორგანიზატორი - არდოვაზდ ფილთქიანი და კიდევ ორი წევრი, ძმები შურდუმოვები ძებნაში იმყოფებიან.
„განაწილებული
როლების მიხედვით,
იასინსკი და კუდრიაშოვი როსტოვის ოლქის ტერიტორაიზე ეძებდნენ მუშებს, რომლებსაც
„დასავერბოვკებელ“ საუბრებს უტარებდნენ,
მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდებოდნენ და გზავნიდნენ აფხაზეთში.
ორგანიზატორები ამისთვის ფინანსურ გასამრჯელოს იღებდნენ“ - ამბობენ რუსეთის
გენპროკურატურაში.
აფხაზეთში
ჩაყვანილ მონებს პირად ნივთებსა და პასპორტებს ართმევდნენ და პრაქტიკულად,
შინაპატიმრობაში ამყოფებდნენ, - ეს იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ არ გაყიდიდნენ. ან
ეუბნებოდნენ, რომ მათში ფული უკვე გადახდილია და ამიტომ, მყიდველის სასარგებლოდ
უფასოდ უნდა იმუშაონ.
გამოძიების
ინფორმაციით, მონებით მოვაჭრეებმა, 2010
წლის შემდეგ, ამ გზით
რუსეთის 10 მოქალაქე გაიტყუეს აფხაზეთში.
დანაშაულებრივი
ჯგუფის დაკავებულ წევრებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
internet.ge