პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი, ლონდონში მცხოვრები ბიზნესმენი ბორის
ბერეზოსვკი მზადაა რუს გამომძიებლებს ჩვენბა მისცეს.
როგორც ცნობილია, მოსკოვში ბერეზოვსკის წინააღმდეგ, მის მოწოდებებთან დაკავშირებით, 2 ახალი საქმე აღძრეს. საუბარია ღია წერილებზე, რომლებშიც ოლიგაქრი რუსეთის მოსახლეობას
ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდებდა.
ამასთან, ბერეზოვსკი იმ შემთხვევაში აპირებს ჩვენების მიცემას, თუ რუსი
გამომძიებლები ლონდონში ჩავლენ.
„საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებს ლონდონში ვეპატიჟები. Welcome to London. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზანიც. მე ვთვლი, რომ თუ
საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ლონდონში ჩამოვლენ, მაშინ, ლონდონის
სასამართლოში ისინი ამომწურავ პასუხებს მიიღებენ თავის ქმედებებზე,“ - განაცხადა ბერეზოვსკიმ „რუსეთის ახალი
ამბების სამსახურთან“ ინტერვიუში.
ბიზნესმენმა წაყენებულ ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა, რადგან ამბობს, რომ თავის წერილებში ის ხალხს
„კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ“ მოუწოდებდა.
Internet.ge