იტალიის პოლიცია კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის ალტიკ საფეტის
ურთიერთობით დაინტერესდა. ტელეკომპანიის ცნობით, იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩაწყობილ
მატჩებთან და სხვა თაღლითურ საქმეებთან დაკავშირებით, ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი
ალტიკ საფეტი დააკავეს, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა
კავშირი.
როგორც ტელეკომპანია „იმედი“იუწყება, იტალიურმა მხარემ ‘’ქრონიკას"
კახი კალაძისა და ალტიკ საფეტის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც
საუბარია მათ შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ.
აუდიოჩანაწერში ირკვევა, რომ კალაძესა და საფეტის ერთმანეთთან
დაკავშირებაში „ჯენუას“ ფეხბურთელი ჯუზეპე სკული ეხმარება. ჩანაწერის იმ ნაწილში,
რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, შეხვედრის მიზეზებზე საუბარი არ არის. გთავაზობთ
„იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს:
ალტიკ საფეტი: ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ
დამირეკოს?
ჯუზუპე სკული: შენ სად ხარ, სახლში?
ალტიკ საფეტი: კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას
აკეთებს
ჯუზუპე სკული: კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...
კახი კალაძე: როგორ ხარ?
ალტიკ საფეტი: კარგად, შენ?
კახი კალაძე: არამიშავს.. შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?
ალტიკ საფეტი: გარეთ ხარ?
კახი კალაძე: შენ სად ხარ?
ალტიკ საფეტი: შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?
კახი კალაძე: მე დაგირეკავ.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
„ინტერნეტ.ჯი“-სთან კომენტარი „კალა ფონდის“ დირექტორმა ოთარ ჩრდილელმა გააკეთა:
„ტელეკომპანია „იმედი“ არის საქართველოში კახი კალაძისთვის შავი
პიარის მთავარი შემქმნელი. მათ დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ კახას
ნარკოტრაფიკიორებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. რაც შეეხება კახასა და საფეტის
ურთიერთობას, ეს სატელეფონო ზარი შეეხებოდა მარმარილოს კარების ყიდვის საკითხს.
კახის ეს 40 კარი, რომლის შესახებაც საფეტის ესაუბრება, ქობულეთის სასტუმროსთვის
სჭირდებოდა. ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ
ნარკოტიკებთან ქართველ ფეხბურთელს არანაირი კავშირი არ აქვს და თუ იტალიელ
სამართალდამცავებს კახისთან რაიმე სახის კითხვები ექნებათ, კალაძე აუცილებლად
უპასუხებს მათ. ტელეკომპანია „იმედის“ სამწუხაროდ, იტალიურ პროკურატურას კახა
კალაძის მიმართ ასეთი კითხვებიც კი არ გააჩნია“ - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, იტალიის პოლიცია ამ დრომდე კითხავს
რომის "ლაციოს" კაპიტან სტეფანო მაურის. ფეხბურთელის ადვოკატების
განცხადებით, დაკითხვის მთავარი მიზეზი მაურის შემთხვევაშიც სატელეფონო ჩანაწერია.
internet.ge