ტერაქტის ჩადენის დროს ანდრეს ბრეივიკი შესაძლოა ნარკოტიკული
საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო. ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის
სასამართლო ფსიქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა იორგ მელანდმა სასამართლოზე ჩვენების
მიცემისას განაცხადა.
თავად ბრეივიკმა დაადასტურა, რომ ტერაქტამდე რამდენიმე საათით
ადრე კოფეინის, ასპირინისა და რამდენიმე სხვა ნივთიერების ნაზავი მიიღო. ბრალდებულმა
დააზუსტა, რომ ამ „კოქტეილის“ მიღება 22 ივნისამდე 2 კვირით ადრე დაიწყო, რათა ორგანიზმი
შეჩვეოდა მას.
როგორც მელანდმა განმარტა, ამ ნივთიერებებთან ერთად ბრეივიკმა
ასთმის საწინააღმდეგო წამალიც მიიღო, რომელიც ნერვული სისტემის სტიმულირებას ახდენს.
სპეციალისტის აზრით, დამატებითი ეფექტი შესაძლოა გამოეწვია ამ ნივთიერებების კომბინაციას
ანაბოლურ სტეროიდებთან, რომელთაც ბრეივიკი რეგულარულად მოიხმარდა ფორმის შესანარჩუნებლად.
Internet.ge