დღეს ეგვიპტეში, ქვეყნის ყოფილ
პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს განაჩენს გამოუტანენ.
როგორც ცნობილია, მუბარაქს 2011 წლის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დახვრეტის
ბრძანების გაცემის გამო ედება ბრალი, რაც საბოლოოდ, იქცა კიდეც მისი გადაყენების
მიზეზად.
სასამართლო სხდომის დროს, კაიროს ქუჩებში, უსაფრთხოებასა და წესრიგს 1000 სამხედრო
და პოლიციელი დაიცავს. განაჩენის გამოცხადების ეპიზოდი კი ტელევიზიით პირდაპირ
ეთერში იქნება ტრანსლირებული.
ბრალდების მხარე მუბარაქისათვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვს, თუმცა ექსპერტები
არ არიან დარწმუნებული, რომ სასამართლო ასეთ ვერდიქტს გამოიტანს.
აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველებმა გამოძიების პროცესში არაერთი დარღვევა
აღმოაჩინეს, რამაც, შესაძლოა, ასევე იმოქმედოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
თავად ჰოსნი მუბარაქის გარდა
აღნიშნულ საქმეში
ბრალდებულები არიან
ეგვიპტის ყოფილი შს მინისტრი ჰაბიბ ადლი და კიდევ რამდენიმე ექს-ჩინოვნიკი.
84 წლის ჰოსნი მუბარაქი ამ დრომდე
ეგვიპტის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობის კურსს.
internet.ge