საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ "პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ზე რამდენიმედღიანი ჰაკერული თავდასხმების ავტორი დაკავებულია.
შს სამინისტროს განცხადებით, 2012 წლის 31 მაისს დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია 1993 წ/დ ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.
ლევან დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
Internet.ge