"პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ზე ჰაკერული თავდასხმების ავტორს სამართალდამცავები კითხავენ
საინფორმაციო
ანალიტიკურ
პორტალ
"პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ზე რამდენიმედღიანი
ჰაკერული თავდასხმაში ეჭვმიტანილ ლევან დარჯანიას სამართალდამცავები კითხავენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, გამოძიების
ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახმაურდება.
„გამოძიება გრძელდება, საინფორმაციო
პორტალებზე ჰაკერული თავდასხმის საქმეზე ვმუშაობთ, დამატებით ინფორმაცის
მოგაწვდით“,- განაცხადა გვენეტაძემ.
შს
სამინისტროს
განცხადებით,
2012 წლის
31 მაისს დაიწყო გამოძიება სხვადასხვა ინტერნეტ პორტალებზე კიბერ შეტევის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით.
ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, პოლიციის მიერ დაკავებულია
1993 წ/დ ლევან დარჯანია, რომელსაც ბრალი ედება კომპიუტერული პროგრამის უკანონოდ დამზადებასა და გავრცელებაში,
რამაც გამოიწვია ინტერნეტ პორტალების ფუნქციონირების განზრახ შეფერხება.
ლევან
დარჯანია ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენაში.
internet.ge