ნაფიცი მსაჯულები ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავენ
12:28 04.06.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე.
განსასჯელ დავით რუსიშვილს, გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ, ასევე მხარეებს მიეცემათ საშუალება სასამართლოს წარუდგინონ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები. შესავალ სიტყვამდე კი ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი და წილისყრით აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|