დანიაში ტერორიზმის ბალდებით ოთხი
ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან
კოპენჰაგენში არსებულ გაზეთ „Jyllands-Posten“-ის ოფისზე თავდასხმის
დაგეგმვაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი მიზანი ოფისზე თავდასხმა და ადამიანების
დახოცვა იყო, რითაც შურს იძიებდნენ „Jyllands-Posten“-ზე, 2005 წელს წინასწარმეტყველ
მუჰამედის ანიმაციური ფოტოების გამოქვეყნების გამო.
ოთხივე დაკავებული მუსლიმანია, რომლებიც შვეცარიაში ცხოვრობენ.
სამართალდამცავთა განცხადებით, ისინი თავდასხმამდე რამდენიმე საათით
ადრე დააკავეს.
დაკავებულები ტერორიზმის ბრალდებას უარყოფენ. მათ 16 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრებათ.
Internet.ge