GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის და დაკითხა
16:05 04.06.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, დასრულდა.

პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, ზურა ტარყაშვილის და ეკა ტარყაშვილი.

სხდომა ემოციურად მიმდინარეობდა. 
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა და რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.   

შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე  დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა იგი ნაფიც მსაჯულთა წინაშე. 

ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო  სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვება. სასამართლოს უამრავი ადამიანი ესწრება და დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საქმის მიმართ. 

ზურა ტარყაშვილის მკვლელობა ბრალად წაყენებული აქვთ ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს, თუმცა გამოძიება მუშაობს სხვა ეჭვმიტანილებზეც, შესაბამისად არის გამორიცხული, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს და მკვლელობის ბრალდება კიდევ რამდენიმე ადამიანს წაეყენოს.

საქმის განხილვა ხვალ დილიდან განახლდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის და დაკითხა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X