GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"პრესა.ჯი"–სა და "დრონი.ჯი"–ზე ჰაკერული თავდასხმისთვის 7 000–მდე აიპი გამოიყენეს
18:43 04.06.2012
დღის სიახლეები

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "პრესა.ჯი", ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის შესახებ მასალას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ორ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ საიტებზე - "პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს იყო მიზანმიმართული ე.წ. DDOS შეტევა, რომელსაც სავარაუდოდ ჰაკერთა ჯგუფი ახორციელებდა. 48 საათის განმავლობაში, კიბერ–დამნაშავეები პერმანენტულად უტევდნენ რამდენიმე ქართულ საიტს, რამაც ვებ-გვერდების პარალიზება გამოიწვია.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთ–ერთი ეჭვმიტანილი – ლევან დარჯანია დააკავა. ირკვევა, რომ ინტერნეტ–პორტალებზე ჰაკერული შეტევისათვის, კიბერ-თავმდამსხმელებმა ქართველი ინტერნეტ–მომხმარებლების 7 000–მდე აიპ-მისამართი (კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი) გამოიყენეს. ამის განხორციელება ტექნიკურად რამდენიმე ჰაკერსაც შეუძლია.  

ჰაკერული შეტევის დროს გამოყენებული აიპი–ების მფლობელებს, უკვე ეცნობათ ამის შესახებ. თუმცა, არსებობს მეორე ნაწილი, რომელთათვისაც შეტყობინება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ამიტომ ასეთი აიპი მისამართები, ამ დროისათვის, ავტომატურად დაბლოკილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს საფრთხე, რომ მათი კომპიუტერის უნიკალური კოდი კვლავ იქნეს გამოყენებული კიბერ–დამნაშავეების მიერ თავდასხმის გასამეორებლად.

ამ მიზეზით, ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილი, ამ დროისათვის, "პრესა.ჯი"–სა და "დრონი.ჯი"–ზე შემოსვლას ვერ ახერხებს, რისთვისაც ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის. მდგომარეობა საბოლოოდ გამოსწორდება უახლოეს მომავალში. 

არსებული უკანასკნელი ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები კვლავ აგრძელებენ გამოიძიებას, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენა მოხდეს.

პირველი მასშტაბური შეტევა ქართულ საიტებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განხორციელდა. ამ შეტევის შედეგად, მაშინ რამდენიმე სამთავრობო საიტიც დაზარალდა. მას შემდეგ, „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ საიტებზე თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ქართულ ინტერნეტ-სივრცეში." 

წყარო


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა3
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს4
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X