GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეკა ტარყაშვილი: დავინახე სისხლში მცურავი ჩემი ძმა, ზუკა, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა
18:49 04.06.2012
დღის სიახლეები
საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "პრესა.ჯი", დღეს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე, დაზარალებულის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს.

გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შეირაღებული დაჯგუფების მიერ მოკლული ზურა ტარყაშვილის დამ, ეკა ტარყაშვილმა, რომელიც მკვლელობის თვითმხილველი გახდა, სასამართლოს ჩვენება მისცა.

ეკა ტარყაშვილი: „2011 წლის 17 ოქტომბერს, სროლის ხმაზე, დედასთან ერთად სახლიდან გამოვედი და ლაღიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გავიქეცი. მეზობლები ყვიროდნენ - ზუკას იარაღით მისდევენო. 

როდესაც რუსთაველის გამზირზე მივედი, დავინახე სისხლში მცურავი ჩემი ძმა, ზუკა, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა. ზუკა მე და დედას ჩაგვაკვდა ხელში... ის მხოლოდ 23 წლის იყო...“ 

რუსიშვილის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ განსასჯელი უდანაშაულოა, რომ დავით რუსიშვილი, მკვლელობის დროს რუსთაველზე საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, მოკლულის დის, ეკა ტარყაშვილის ჩვენებიდან საპირისპირო გაირკვა. 

საინტერესო დეტალი: განსასჯელის ადვოკატმა მაგრაქველიძემ შესავალ სიტყვაში ისიც აღნიშნა, რომ ლაღიძის ქუჩაზე, სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად, მოკლულ ზურა ტარყაშვილს, დავით ჯოხაძეც მისდევდა (მისი აზრით იქ რუსიშვილი არ იყო). ე.ი. განსასჯელ რუსიშვილის ადვოკატმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელთა შორის დავით ჯოხაძეცაა.

მართალია, დავით ჯოხაძისა (ჯერჯერობით ჯოხაძე დანაშაულის შეუტყობინებლობით იძებნება) და სხვების მონაწილეობა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში არ გამოირიცხება და ამაზე გამოძიებაც მუშაობს (დადგენილია ისიც, რომ ზურა ტარყაშვილს, ციხიდან გამოსვლის მომენტში სწორედ დავით ჯოხაძის კუთვნილი მანქანით უთვალთვალებდნენ ირაკლი აგლაძე და სხვები), თუმცა, გარდაცვლილის დის, ასევე იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც ხვალ და შემდგომ პროცესზე უნდა დაიკითხონ, რუსიშვილი ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ შეიარაღებული ბანდისა, რომელმაც 23 წლის ჩოგბურთელის სიცოცხლე შეიწირა. 


წყარო


internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი: ჩვენი ამოცანაა 500 სასოფლო სამეურნეო საწარმო შევქმნათ1
ბაქრაძე: ეუთოს რეზოლუცია დადებითია მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მას მყისიერად არ შეასრულებს2
სამტრედიაში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა3
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს4
რუსეთში ემბრიონების სკანდალი გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X