მკვლელობის დღეს გოგბერაშვილსა და რუსიშვილს შორის 11 სატელეფონო ზარი განხორციელდა
16:50 05.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულებს ბრალდების მხარემ დავით რუსიშვილისა და ამავე დანაშაულში ბრალდებული ივერი გოგბერაშვილის ტელეფონებიდან განხორციელებული ზარების ამონაწერი წარუდგინა.
ამონაწერი გაკეთებულია 2011 წლის 4 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით. ამონაწერის თანახმად მკვლელობის დღემდე - 17 ოქტომბრამდე, მათ შორის სატელეფონო საუბარი მხოლოდ სამჯერ ფიქსირდება, მკვლელობის დღეს კი 11 ზარია განხორციელებული, ძირითადად რუსიშვილის მიერ.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მკვლელობის დღეს პირველი ზარი დავით რუსიშვილის პრობაციის ბიუროში მისვლიდან 5 წუთში განხორციელდა, ბოლო ზარი კი მკვლელობამდე სამი წუთით ადრე, რის შემდეგაც ორივე ტელეფონი გაითიშა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|