ზურა ტარყაშვილის პროცესზე მთელი დარბაზი ტიროდა
11:44 06.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაზე, გასული წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაკითხეს.
ასევე წარმოადგინეს მისი მკვლელობის ფოტოები, რამაც დარბაზში მძიმე ემოციური ფონი გამოიწვია. ფოტოების გამოქვეყნებამდე, მოსამართლის თხოვნით, დარბაზი დროებით დატოვეს ზურა ტარყაშვილის მშობლებმა.
ზურა ტარყაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 11 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა - თავის არეში.
დღევანდელი პროცესი ემოციურად ყველაზე მძიმეა, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების გამოქვეყნებისას მთელი დარბაზი ტიროდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|