თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, წმიდა მიქაელის სახელობის ეკლესია გაქურდეს. წაღებულია მამაოს კუთვნილი ჯაჭვი, ნავაჭრი თანხა და გატეხილია შესაწირი
ყუთი.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ქურდები საკურთხეველშიც იყვნენ
შესულები, სადაც მრევლს შესვლის ნებართვა არ ეძლევა.
ვანდალური ფაქტი გუშინ გვიან
ღამით მოხდა. ქურდები ტაძარში სარკმელიდან შვიდნენ.
მომხდარზე სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.
internet.ge