ქართველი
ე.წ. კანონიერი ქურდი ავთანდილ ხეცურიანი რუსეთის მინუსინსკის ციხიდან
გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლისთანავე 40 წლის
ხეცურიანი პოლიციის ხელში მოხვდა. ის ამჯერად რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის
გამო დააკავეს.
ხეცურიანი,
რომელიც „ავთო ბოქსიორის“ მეტსახელითაა ცნობილი, მოსკოვში 2009 წელს დააკავეს. ჩხრეკისას მას 4,7 გრამი ჰეროინი
აღმოუჩინეს, რის გამოც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს.
გათავისუფლების
დღეს, „ავთო ბოქსიორი“ მიგრაციის ფედერალური
სამსახურის თანამშრომლებმა მიკუსინსკის საქალაქო
სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მას
საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა წაუყენეს ბრალად.
სასამართლომ
ხეცურიანის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. განაჩენის აღსრულებამდე
დაკავებული არალეგალი ემიგრანტების მიმღებ-გამანაწილებელშია მოთავსებული.
Internet.ge