ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის
მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ მიხეილ
ამაშუკელს, გაგა ამბროლაძეს და მიხეილ მესხს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
კოალიციის წევრმა თეა წულიკიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, მოსამართლე ლევან თევზაძემ ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას
გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღევანდელ
სხდომაზე პირადი თავდებობის შესახებ
შუამდგომლობა დააყენა, თუმცა როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მოსამართლემ აღნიშნულ
წინადადებაზეც უარი განაცხადა.
შეგახსენებთ,
რომ პოლიციამ გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების
მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ
მესხი დააკავა.
„ქართულმა
ოცნებამ“ კი დაკავებული აქტივისტები პარტიის რიგებიდან იმავე დღეს გარიცხა.
internet.ge