ნაგავსაყრელზე მიტოვებული ჩვილის მშობელს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
19:06 09.06.2012
|
დღის სიახლეები
|
გუშინ, გლდანში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ, სანაგვე ურნაში ნაპოვნი ჩვილი კვლავ კლინიკაში რჩება.
პატარა სავარაუდოდ 10 დღისაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბულურია. ექიმების განცხადებით, ჩვილს გუშინვე ჩაუტარდა ყველა გადაუდებელი პროცედურა.
ჩვილს გამოჯანმრთლების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაიყვანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი მშობლების ვინაობის დადგენაზე უკვე მუშაობს. მშობელს, რომელმაც პატარა უმწეო მდგომარეობაში მიატოვა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, ქართული კანონმდებლობით 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მას ასევე ჩამოართმევენ დედობის უფლებასაც.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|