აფხაზეთში იზოლატორიდან გაქცეული სამი პატიმრის სამძებრო
სამუშაოები ოპერაცია „პერეხვატის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ძალოვან სტრუქტურებს
განგაში აქვთ გამოცხადებული და ამბობენ, რომ გაქცეულები განსაკუთრებით საშიში
დამნაშავეები არიან.
როგორც გუშინ Internet.ge იუწყებოდა, მარიონეტების
განცხადებით, იზოლატორიდან სამი გალელი
დამნაშავე გაექცათ.
დღეს კი ცნობილი გახდა მათი ვინაობა. აფხაზური საინფორმაციო
საშუალებების ცნობით, ესენი არიან ძმები ხარზალიები და მათი მეგობარი ხაკია. მათ
10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და დრანდას ციხეში ეტაპირებას ელოდებოდნენ.
ე.წ. გენპროკურატურის განცხადებით, პატიმართა გაქცევა ასეთი
სქემით მოხდა: საგამოძიებო იზოლატორის გასასვლელში მათ მანქანა ელოდათ, რომელში
ჩაჯდომაშიც ხელი ობიექტის მცველმა შეუშალა. შეხლა-შემოხლის დროს ის მძიმედ დაჭრეს
- ამბობენ სამართალდამცველები.
მათივე
თქმით, როცა გამზადებული მანქანით გაქცევა არ გამოუვიდათ, სამმა რეციდივისტმა
ახალგაზრდა წყვილის მანქანის გატაცება გადაწყვიტა, რომლებმაც წინააღმდეგობის
გაწევა სცადეს, მაგრამ მათაც ესროლეს. ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში არიან
გადაყვანილები. პატიმრები კი მიიმალნენ.
internet.ge