ხათუნა მუკბანიანი: რუსიშვილმა, გოგბერაშვილმა და აგლაძემ ზურა ტარყაშვილი მხეცურად მოკლეს
12:11 11.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე განახლდა, დღეს დაიკითხა მოწმე ხათუნა მუკბანიანი, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულ დავით რუსიშვილის ნაცნობია.
მან განაცხადა, რომ დავით რუსიშვილმა, ივერი გოგბერაშვილმა და ირაკლი აგლაძემ მხეცურად მოკლეს 23 წლის ზურა ტარყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე შეიარაღებული პირი 23 წლის ზურა ტარყაშვილს დაედევნა. მათ მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა იყო.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|