დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ერთი ქილა თაფლის ქურდობაში ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნიკოლოზ სიხარულიძე, გოჩა გოგიჩაშვილი, შოთა გოგიჩაშვილი, მირზა ცხოვრებაშვილი და ვახტანგ მღებრიშვილი დედოფლისწყაროს
პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„2012 წლის 10 ივნისს,
ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე,
ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მცხოვრები თამაზ ლომიძის კუთვნილი "სასაუზმის" ეზოდან ერთი
ქილა თაფლის ფარულად დაუფლების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე
მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2012 წლის 10 ივნისს ქ. ქუთაისიდან
თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა "ოპელ-ასტრა" სახელმწიფო ნომრით BNB 161, რომელშიც ისხდნენ
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები, ქარელის რაიონის მცხოვრებნი:
ნიკოლოზ სიხარულიძე, გოჩა გოგიჩაშვილი, შოთა
გოგიჩაშვილი, მირზა ცხოვრებაშვილი
და ვახტანგ მღებრიშვილი. აღნიშნულმა პირებმა ავტომანქანა გააჩერეს
ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში მდებარე ბაზართან. ნიკოლოზ სიხარულიძემ ისარგებლა რა, რომ
გამყიდველი, გიორგი ლომიძე
მოშორებით ომყოფებოდა, ფარულად
დაეუფლა ერთ ქილა თაფლს და შეეცადა მიმალვას.
დანაკლისი მასთან მომუშავე გამყიდველმა,
თამაზ ლომიძემ შენიშნა,
გიორგი ლომიძესთან ერთად გაეკიდა ბრალდებულს და
თაფლის ქილა არაერთი მოთხოვნის შემდეგ დაიბრუნა“,- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge