თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციის
ბრალდებით სამი ქართველი ქალი დააკავა. როგორც ქვეყნის მედიასაშუალებები იუწყებიან,
მათთან ერთად აყვანილია დსთ-ს სხვა ქვეყნების ორი წარმომადგენელიც.
დაკავებულთა ასაკი 28-დან
48 წლამდეა.
პროსტიტუციაში ჩართულთა სუტინიორიც,
ასევე, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც თურქ პარტნიორთან ერთად მფარველობდა ქალებს
და ამარაგებდა კლიენტებით.
დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება.
თურქეთში არალეგალური საქმიანობის გამო, მათ ქვეყნიდან
დეპორტაცია ემუქრებათ.
Internet.ge