სამართალდამცავებმა "გლობალ TV"-ის ამერიკელი
მეწილე ალექსანდრე რონჟესი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს რონჟესის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა
დაუდასტურა.
მისი თქმით, დაკავება თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში რამოდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადვოკატი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
„ახლა მივდივარ აეროპორტში, სპეციალური
ორდერით. დამატებით ინფორმაციას ადგილიდან მოგაწვდით“,- განაცხადა ლილი გელაშვილი.
Internet.ge