“გლობალ-TV”-ის ამერიკელი მეწილე დაკავებული არ არის. ამ წუთებში ალექსანდრე რონჟესს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში განთავსებულ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით ჰკითხავენ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეს
ფინანსური პოლიცია იძიებს.
„საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს, როგორც
ვიცი რონჟესს მოწმის სტატუსით კითხავენ“,- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთოობის ხელმძღვანელმა ხათუნა
იოსავამ.
შეგახსენებთ,
რომ რონჟესი სამართალდამცველებმა მაშინ
აიყვანეს, როცა ის სტამბოლში გამგზავრებას აპირებდა.
Internet.ge