GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაფიცმა მსაჯულებმა დავით რუსიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს
19:30 14.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის (დამამძიმებელ გარემოებებში), დავით რუსიშვილს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

დავით რუსიშვილს, ბრალად გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახ მკვლელობა ედებოდა.

გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა და რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა თავის არეში.   

შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე  დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა იგი ნაფიც მსაჯულთა წინაშე. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვებოდა. სასამართლოს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. 

ბრალდებულის ადვოკატები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ 12 ნაფიცი მსაჯული რუსიშვილის უდანაშაულობაში დაერწმუნებინათ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მათი მტკიცებულებები გააბათილა.

სხდომა ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული, რომელზეც გამოცხადდება თუ რამდენ წელს გაატარებს ჩადენილი დანაშაულისთვის დავით რუსიშვილი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები პოსტებზე დაამტკიცა1
„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან2
ვანო მერაბიშვილი ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა3
ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელით ყალბი გვერდები იქმნება4
7 წლის ბავშვის ნაცვლად სკოლაში რობოტი დადის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X