GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს
20:59 14.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე  სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წელს 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი  მიიღეს  ბრალდებულ დავით რუსიშვილის მიმართ საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა და შენახვის ბრალდებაში.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 15 ივნისს გაიმართება.

მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 8 სასამართლო სხდომა, თავად ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.

საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 20  მოწმე, ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა1
სოციალურად დაუცველი პირები პირის ამოკერვით იმუქრებიან2
უზენაესი სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ საზოგადოებას საარჩევნო დავებზე ინფორმაცია მიაწოდა3
ლოპოტას ხეობაში პოლიციის სამი მანქანა შევიდა4
info9.com.ge "ქართული ოცნების" წევრების ფარული შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X