თურქმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 45
ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც
არიან, თუმცა ადგილობრივი პოლიცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
ცნობილია, რომ დაკავებულთაგან
უმრავლესობა პალესტინელია.
ამასთან, საქმეში თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე ჩაერთო.
მათი ინფორმაციით, დაკავებულთა სამშობლოში ექსტრადირება უახლოეს
პერიოდში მოხდება.
Internet.ge