ბრტანეთის უშიშროების სამსახურმა MI5-მა
ოფიციალურად განაცხადა, რომ ლონდონში მყოფ ახმედ ზაკაევზე თავდასხმა მზადდება, - წერს
The Sunday Telegraph, რომელიც
ამ განცხადებას „უპრეცენდენტოს“ უწოდებს. არსებული ინფორმაციით, ზაკაევზე თავდასხმის
შემკვეთი ჩეჩნეთის პრეზიდენტი და ვლადიმერ
პუტინის ერთგული ჩინოვნიკი, რამზან კადიროვია, MI5-ის ვარაუდით, „ზაკაევის სიკვდილი
კადიროვს სურს“.
როგორც ცნობილია, ახმედ ზაკაევი ჩეჩნეთის
პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაეევის თანამებრძოლი და მთავრობის წევრი იყო. მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური
თავშესაფარი 2003 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც ლონდონის სასამართლომ მისი რუსეთისათვს
გადაცემაზე უარი თქვა. მოსკოვი ზაკევისა და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის გათავისუფლებას
აქტიურად ითხოვდა, თუმცა ბრიტანეთმა ჩათვალა, რომ რუსეთში მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო
ვერდიქტები არაობიექტური იქნებოდა.
ამ დროისათვის, დიდი ბრიტანეთის შსს ცდილობს სასამართლოსგან მოიპოვოს უფლება, რათა ზაკაევზე
თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი გაძევებულ იქნას ქვეყნიდან. ხელისუფლება ამბობს,
რომ ეს ადამიანი საშიშია ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ეჭვმიტანილის ვინაობა
არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ მისი კოდური
სახელი „Е1“. ასევე ის, რომ მკვლელობის პოტენციური ორგანიზატორი
ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ის 45 წლისაა, ჰყავს 6 შვილი და
სასჯელს იხდის, თუმცა ხელისუფლება ფიქრობს, რომ გათავისუფლების მიღწევას შეეცდება.
internet.ge