GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიციელის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ჭელიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
11:21 20.06.2012
დღის სიახლეები

პოლიციელის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ჭელიძეს სასამართლომ ორთვიანი  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს დაკავებულების მეგობარმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

‘’ჭელიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. დღეს მას ადვოკატები შეხვდებიან“,- განაცხადა სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა რომ მოხდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვა. მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ, ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით განხორციელდა შეხვედრების სიმულირება რომლის შედეგადაც დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.

გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებები. მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. იგი ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა დანაშაულის შემკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა.

მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანხმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა, მასზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება იგეგმება1
შვედეთი იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენის - სისხლის წვიმის მოლოდინშია2
მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევებაზე მუშაობს3
Reuters Breakingviews: საქართველოს არჩევნებზე პუტინის ოცნება ახდა4
რესტორანში ფულის ნაცვლად პროდუქტებით გადაიხდიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X