სასაზღვრო პოლიციამ
იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ფაქტი აღკვეთა.
საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვართან იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით, სოფელ
ომალოს მაცხოვრებელი ივან ზურაძეა დაკავებული.
პირადი ჩხრეკვის
შედეგად დაკავებულს „აკაეს“-ის ტიპის იარაღი აღმოაჩნდა, 22 საბრძოლო პატრონით.
აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge