უკრაინის პროკურატურა ამოწმებს იულია ტიმოშენკოს შესაძლო კავშირს
1990-იანი წლების შეკვეთილ მკვლელობასთან და ქვეყნის ექს-პრემიერის წინააღმდეგ
ახალ იურუდიულ ფრონტს ხსნის - წერს Financial
Times.
გამოცემას უკრაინის გენერალური პროკურორის
მოადგილემ, რენატ კუზმინმა განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კომპანიებმა,
რომლებსაც ტიმოშენკო და ყოფილი პრემიერი - პავლე ლაზარენკო აკონტროლებდა (რომელიც ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს), ბიზნესმენ ევგენი შერბანის მოსაკლავად მკვლელებს
ფული გადაურიცხეს.
ტიმოშენკოს ადვოკატმა ამ ბრალდებებს
„პროპაგანდა“ უწოდა და გამოთქვა აზრი, რომ
ტიმოშენკოს, მალე კენედის მკვლელობაშიც დაადანაშაულებენ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იულია ტიმოშენკოს, შესაძლოა, კოლონიის
გარეთ მკურნალობის უფლება მისცენ. როგორც
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გენპროკურატურამ
პენიტენციალურ სამსახურს დავალება მისცა,
განიხილოს ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისა და მკურნალობის
კოლონიის გარეთ ჩატარების საკითხი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,
რომ უკრაინისა და გერმანიის ხელისუფლება განიხილავენ იულია ტიმოშენკოს
გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის
საკითხს.
Internet.ge